03:14 - 24 Feb, 2019
2019-02-04 16:53:30, 636 ნახვა
მეცნიერები კიბოს პრევენციის საუკეთესო მეთოდს ასახელებენ

ონკოლოგიური სიმსივნის საუკეთესო პრევენციად მეცნიერები თამბაქოს მოხმარების შემცირებას და შემდგომ დანებებას ასახელებენ. ამის შესახებ გერმანიაში,​ გეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი მიჰაელ ბაუმანი საუბრობს.

მკლევართა ჯგუფის მიერ ათასობით ონკოლოგიური დაავადების გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების 30% სწორედ თამბაქოს მოხმარებით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.

ამის გარდა მეცნიერების დასკვნაში ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ნატრიუმის გლუკონატი, შაქარი, მარილი და გლუტენი არის მოხსენიებული - მედიკოსები ამ ყოველივეს შემცირებას და "გონიერად მოხმარებას" გვირჩევენ. მაგრამ ეს არ კმარა - მეცნიერები ასევე ონკოლოგიის თავიდან ასაცილებლად ფიზიკურ აქტივობას, სასმელი წყლის ნორმალურ მოხმარებას და სისხლის ანალიზების პერიოდულ ჩაბარებას გვირჩევენ.

29 იანვარს გაირკვა, რომ მეცნიერებმა "კიბოსთან" მებრძოლი ტ-უჯრედების რეაქტივაციის გზა მოიძიეს. შესაბამისი პრეპარატის ტესტირება თაგვებზე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ცხოველებს სისხლში ლიმფოციტების აქტივაცია და სიმსივნის ზრდის შემცირება დაუდგინდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics