05:29 - 23 Feb, 2019
2019-02-04 15:40:14, 412 ნახვა
კალაძე: ვიდეო არ მინახავს და მისი ნახვის სურვილიც არ მაქვს - ჩანაწერების გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველოს დროს უამრავი ფარული ჩანაწერია გაკეთებული.

კალაძის თქმით, მსგავსი კადრებით ადამიანების შანტაჟი უნდა დასრულდეს.

"არაფერი მინახავს და ამ ვიდეოს ნახვის სურვილიც არ მაქვს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ვიდეოების გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია ის რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს. უამრავი, ათი ათასობით ფარული ჩანაწერი არის გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდია და ძალიან მძიმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ასეთი კადრების გავრცელებას, რომ ადამიანების შანტაჟი ასეთი ჩანაწერებით არ გრძელდებოდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5" ჩანს.  კალაძის თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

"გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ვერც თქვენ დაადასტურებთ იქ აიფონ 5 იყო, აიფონ 7, აიფონ 10 თუ 4. ყველა ის პირი ვისაც მიუძღვის დანაშაული აუცილებლად უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა კალაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics