04:54 - 19 Apr, 2019
2019-02-04 12:19:47, 484 ნახვა
კილაძე ჩანაწერებზე: ამ საზიზღრობის გავრცელება აწყობდა იმას, ვინც საბოლოოდ მოგებული დარჩა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ყველა მონაწილე პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. 

თუმცა, როგორც კილაძემ აღნიშნა, მთავარი საკითხი არის იმ პირის დადგენა თუ ვინ იყო კადრების გავრცელების დამკვეთი. გარდა ამისა, კილაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაც გააკრიტიკა, რომელმაც კადრების გადაღებაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა. კილაძეს თქმით, ამით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მთავარი და ცენტრალური საკითხი არის თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა მეშვეობითაც მოხდა ბევრი სხვა ადამიანისთვის ამ საზიზღრობის მიწოდება, ესეც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. იმისთვის, რომ მომავალში, თუ კიდევ, ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც არის დასჯადი და კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი საზიზღრობა და ასეთი ამორალური საქციელი კიდევ სხვამ არ ჩაიდინოს და არ გავრცელდეს. ეკა ბესელიას მინიშნებები პორტირებულებზე და ენმ-ზე, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - ის ადამიანები და ჯგუფები, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა სოფო კილაძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics