04:32 - 19 Apr, 2019
2019-02-03 10:34:10, 715 ნახვა
დაჩი ცაგურია - უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ

"უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ " - ამის შესახებ რკინიგზის დეპარტამენტის პიარის უფროსმა დაჩი ცაგურიამ გიგი უგულავას საპასუხოდ, განაცხადა.
"იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც... პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა... ერთი სიტყვით "ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო" გვეუბნებიან... არა ჩემო გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა, ეხლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის ისე დაიხარჯება ფული." - აცხადებს ცაგურია.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი2"ის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში მწყემსები ცხოვრობენ. ლიანდაგის ნაცვლად, ბეტონის გვირაბებში თივა დააგეს, ელმავლების ნაცვლად კი ცხვრები დადიან.

მწყემსი ყაზბეგიდან მიტოვებული გვირაბის თვითნებური მცველია, ცხვრის გადმორეკვის დროს, როდესაც გაძარცვული გვირაბი ნახა, მთელი მეურნეობა მოაშენა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც არავის უკითხავს, რატომ გადააქცია 200 მილიონად აშენებული გვირაბი ბაგად.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics