2019-02-01 15:23:53, 1100 ნახვა
ბახტაძე: სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება
![]() სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიურიჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფლის მცხოვრებლების საჭიროებების დაფინანსებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა გაორმაგდეს და გახდეს 40 მილიონი ლარი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონის 1000-ზე მეტმასოფელმა უკვე გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. |
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|