04:56 - 23 Feb, 2019
2019-02-01 12:08:01, 1348 ნახვა
რუსი დეპუტატი: მოსკოვმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯარიმის გადახდის თაობაზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსეი ჩეპას განცხადებით, ოფიციალურმა მოსკოვმა არ უნდა აღიაროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე. 

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში. ჩვენ ადამიანის უფლებათა ეს მოსამართლეები არ აგვირჩევია. ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ალექსეი ჩეპამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics