08:21 - 24 Apr, 2019
2019-02-01 11:42:04, 2247 ნახვა
რუსი სენატორი საქართველოს სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმაზე: მექანიზმი გვაქვს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენთან არ აღსრულდეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კლიშასმა აღნიშნა, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვიტანოთ დასკვნა ესადაგება თუ არა ის რუსეთში არსებულ კონსტიტუციას. რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე. აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე უკვე გამოვიყენეთ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics