04:55 - 19 Apr, 2019
2019-01-30 13:39:44, 1560 ნახვა
ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მტკიცები, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობასა და მაფიას მისი ლიკვიდირების შესახებ განკარგულება მისცა, - ამის შესახებ CBS იუწყება. 

მადუროს თქმით, თუ მას რამე დაემართება ამის პასუხისმგებლობა ამერიკის პრეზიდენტსა და კოლუმბიას დაეკისრება. ამასთან მაბვე დასძინა, რომ ვენესუელის დაზვერვის კარგი მუშაობის შედეგად, მისი უსაფრთხოება დაცულია.

"ეჭვგარეშეა, რომ დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

ამასთან, 29 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ  ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics