04:35 - 19 Apr, 2019
2019-01-30 08:47:01, 1705 ნახვა
Brexit-ის პროცესში შესატან ცვლილებებს ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინიციატივამ 16 ხმა მოიპოვა. თემთა პალატაში გადაწყდა, რომ უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან არსებული საზღვრის საკითხის შეცვლას ეცდებიან.

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განმარტებით, "ევროკავშირი არ არის ღია ხელახალი მოლაპარაკებებისთვის".

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, უკვე არსებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საუკეთესო ვარიანტია.

როგორც ცნობილია, ბრიტანელი კანონმდებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ირლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონის საზღვარი დიდი ბრიტანეთის კომპეტენციაა და იქ ბრექსიტის შემდეგ სასაზღვრო კონტროლი არ უნდა გაჩნდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics