20:27 - 17 Feb, 2019
2019-01-29 17:24:44, 1000 ნახვა
ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი: შეიარაღებული ძალები მალე ჩვენს მხარეს გადმოვლენ

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ, - ამის შესახებ გუაიდომ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ფენები - შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის, რომ ოჯახები არჩინონ. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. შეიარაღებულ ძალებში მხარდაჭერით ვსარგებლობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისინი ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, - განაცხადა ხუან გუაიდომ. 

შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics