04:48 - 23 Feb, 2019
2019-01-22 09:52:45, 2083 ნახვა
ქერჩის სრუტეში, ორ გემზე გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა

ქერჩის სრუტესთან ორ გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა,-ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

მედიის ცნობით, მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ. ორივე გემზე სულ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ხანძრის დროს მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics