06:35 - 19 Apr, 2019
2019-01-20 12:21:31, 2644 ნახვა
დონალდ ტრამპმა შათდაუნის შესაჩერებლად ახალი გეგმა წარადგინა რაც დემოკრატებისთვის კვლავ მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში დროებით დარჩენას სთავაზობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.
ტრამპის გეგმა სამი წლით გაუხანგრძლივებს დეპორტაციისგან დაცვას იმ იმიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მშობლებმა არასრულწლოვნები ჩაიყვანეს. საუბარია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მიღებული DACA-ს პროგრამის 700 ათას ბენეფიციარზე ანუ „მეოცნებეზე“. ამას გარდა, დონალდ ტრამპის გეგმა ითვალისწინებს დეპორტაციისგან დაცვის პერიოდის გახანგრძლივებას იმ მიგრანტებისთვისაც, რომლებსაც დროებითი დაცული პირების სტატუსი (TPS) აქვთ. TPS-ს პროგრამით 300 ათასამდე ლტოლვილი სარგებლობს, რომლებიც წარმოშობით ისეთი ქვეყნებიდან არიან, სადაც მათი დეპორტაცია უსაფრთხო არ იქნება. ეს ქვეყნებია ჰაიტი, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, სირია, იემენი, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი და ნეპალი.
ტრამპის განმარტებით, მოთხოვნილი 5 მილიარდ 700 მილიონიდან 800 მილიონი დოლარი ჰუმანიტარულ პროგრამებზე დაიხარჯება, ამდენივე სასაზღვრო ანტინარკოტიკულ სამსახურს მოხმარდება. ასევე, 2700 ადამიანით გაიზრდება მესაზღვრეთა შტატი და მიგრაციის საკითხებში 700 ახალი მოსამართლე დაინიშნება.
ტრამპის ინიციატივას კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი გამოეხმაურა. ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესი ამ გეგმას მხარს არ დაუჭერს. ოპონენტებისთვის პრეზიდენტის ინიციატივა ისევ მიუღებელი აღმოჩნდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics