06:34 - 19 Apr, 2019
2019-01-18 21:06:15, 2101 ნახვა
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების უსაფრთხო წარმოშობის შესახებ კანონპროქტი დაამტკიცეს.

კანონპეოქტს მხარი 509 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი, 138-მა მისცა ხმა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის ბუნდესრატის (ფედერალური საბჭოს) თანხმობაა აუცილებელი. 

„შესაბამისად, კანონპროექტი შემდგომი პროცედურისთვის გადაეგზავნება ბუნდესრატს, რომლის სხდომები თვეში ერთხელ იმართება. თუ რომელ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს ბუნდესრატი აღნიშნულ კანოპროექტზე, ჯერ ცნობილი არ არის.

კენჭისყრამდე დაგეგმილია ბუნდესრატში პარტიებს შორის შემდგომი კონსულტაციები კანონპროექტზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics