20:03 - 17 Feb, 2019
2019-01-17 13:51:53, 977 ნახვა
როგორი იქნება Cadillac-ის პირველი ელექტრომანქანა

კომპანია Cadillac-მა საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანის კონცეპტი წარადგინა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც General Motors-ის ავტოკონცერნმა "კადილაკი" მომავლის ელექტრომანქანების წამყვან ბრენდად დაასახელა. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა კომპანიის პირველი "ელექტროფლაგმანი" დეტალურად ჯერ მხოლოდ რენდერებზე ვიხილოთ.

სამწუხაროა, მაგრამ ამ ეტაპზე ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და დასახელება უცნობია, რადგანაც კომპანია ამ ინფორმაციას რელიზამდე საიდუმლოს სახით ინახავს. ცნობილია მხოლოდ BEV3-ის პლატფორმა, რომელიც GM-ის ელექტრონულ მოდელებში იქნება ინტეგრირებული. რენდერებზე ჩანს, რომ "კადილაკის" პირველი ელექტროავტომობილი კროსოვერის ტიპის იქნება. ის ისეთი ავტომობილების კონკურენტი იქნება, როგორებიცაა Tesla Model X, Jaguar I-Pace, Volkswagen I.D. Crozz და სხვები.


 



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics