05:11 - 19 Apr, 2019
2019-01-16 09:44:36, 1732 ნახვა
Brexit-ის გეგმის ჩავარდნას ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები გამოეხმაურნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ პრემიერ ტერეზა მეის წარდგენილი ბრექსითის გეგმის ჩაგდებას გამოეხმაურნენ.

შესაბამისი განცხადებები მაგ Twitter-ის საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს.

ჟან-კლოდ იუნკერი ბრიტანეთს არწმუნებს, რომ დროულად მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან როგორც იუნკერი წერს, Brexit-ის დრო ახლოვდება.

რაც შეეხება დონალდ ტუსკს, ის ინტერესდება, რომ თუ გარიგება შეუძლებელია და არავის სურს შეთანხმების მიღწევა ვინ იქნება გაბედული და იტყვის რა არის შეთანხმებიდან პოზიტიური გამოსავალი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილი ბრექსითის გეგმა ჩააგდო, ხმათა უმრავლესობით გეგმას მხარი არ დაუჭირეს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics