04:42 - 19 Apr, 2019
2019-01-16 09:31:31, 1727 ნახვა
პუტინი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბება პოლიტიკური პროექტია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას პირველად გამოეხმაურა.

პუტინმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებას პოლიტიკური პროცესი უწოდა. მისი შეფასებით, ამ პროცესის მიზანი უკრაინელი და რუსი ხალხის დაყოფაა.

„ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივება. ტყუილად კი არ ამბობენ კიევში, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს”, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ უკრაინის ეკლესია, სინამდვილეში, სრულად კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაშია.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია 6 იანვარს მიენიჭა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics