06:10 - 23 Apr, 2019
2019-01-16 01:39:06, 1795 ნახვა
ბრიტანეთის პარლამენტმა მეის წარდგენილი ბრექსითის შეთანხმება 432 ხმით ჩააგდო - ვიდეო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. 

კენჭისყრის შედეგებს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა“კატასტროფული” უწოდა. მისი თქმით, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებს კენჭისყრაზე.

შეგახსენებთ, რომ იმ კანონით ტერეზა მეის კიდევ სამი დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს ბრექსიტისახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზოს.

ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრის შედეგებს ევროკავშირის ლიდერებმა “სამწუხარო” უწოდეს და მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის შესახებ მისი მომდევნო ნაბიჯები, რაც შეიძლება მალე განმარტოს.

დეკემბერში ტერეზა მეიმ მოსახლეობა და ბიზნესები გააფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის მომზადებულიყვნენ. მას მიაჩნია, რომ ამ შეთანხმების ალტერნატივა შეთანხმების გარეშე გასვლა, ან ევროკავშირში დარჩენაა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა, ხოლო გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics