01:38 - 18 Jan, 2019
2019-01-12 15:39:21, 479 ნახვა
ვანში სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ვანში, ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.

 ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი.

ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics