01:25 - 18 Jan, 2019
2019-01-12 15:48:14, 514 ნახვა
„საქართველოს ვარსკვლავში“ ტრანსგენდერი ქალი მონაწილეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყო.

პროექტის გამარჯვებული 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გაემგზავრება.

კონკურსის მონაწილეების შესარჩევად ქასთინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.

ბათუმის შესარჩევ ტურში ჟიურის წინაშე ინტერნეტის ვარსკვლავი ანასტასია პირველიც წარსდგა.

„მე არ მოვედი, როგორც ტრანსგენდერი, მე მოვედი, რომ ვიმღერო“,  - განაცხადა ანასტასიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვარსკვლავის ქასთინგზე ტრანსგენდერი ქალის გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ანასტასია პირველმა ჟიურის უკლებლივ ყველა წევრისგან „კი“ დაიმსახურა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics