20:04 - 18 Jan, 2019
2019-01-12 12:59:32, 1365 ნახვა
პარიზში აფეთქება მოხდა - დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი [LIVE]

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია არიან თუ არა გარდაცვლილები.

მედიის ცნობით, შემთხვევა Rue de Trevise-ის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებული. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს ინციდენტის ადგილთან მდებარე სხვა ქუჩებზე გასვლისგან თავი შეიკავოს. 

პირველადი ინფორმაციით, შენობაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 







სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics