12:12 - 21 Jan, 2019
2019-01-12 12:40:59, 334 ნახვა
ხუხაშვილი: ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას აფასებს. 

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

„ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო - პრეზიდენტის კაბინეტი“, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტის თქმით, მას სურს ფონდის შექმნა, რომელშიც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს. ამასთან, მისივე განმარტებით, ის საფრანგეთისგან დაგროვებით პენსიას მიიღებს და საკუთარ თავს ამით უზრუნველჰყოფს. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics