04:44 - 22 Mar, 2019
2019-01-12 11:50:59, 717 ნახვა
კობახიძე - პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა

სალომე ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ პრესკონფერენციას.

„ჩემგან არ იქნება დღეს სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად მე შემიძლია აღვნიშნო, რომ მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და შესაბამისად, ის განცხადებები, რომლებიც ისმოდა მათგან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას“, - განაცხადა კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics