11:38 - 21 Jan, 2019
2019-01-11 16:38:47, 522 ნახვა
ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ცრუ ჩვენების ბრალდებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება.

როგორც ბრალდებულის მამამ კახა ღლონტმა აღნიშნა, სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნები დაიკითხნენ.

"ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაეშვათ ჩემი შვილი, თუმცა დღეს ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდი. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, არასრულწლოვნები დაიკითხნენ და ამის მერე დადგა გადაწყვეტილება. ერთი რამ ვიცი, რომ აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ. არაფერი არ დასტურდება", - განაცხადა ღლონტმა. 

არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics