12:10 - 21 Jan, 2019
2019-01-11 15:56:28, 303 ნახვა
გოცირიძე: დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი

 „ქართულ ოცნებაში“ ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების „მეამბოხეებად“ მოხსენიება, გუნდის მხრიდან, მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს.

„გუშინდლამდე ეს ადამიანები თუ იყვნენ დისციპლინის დამრღვევები, დღეს მათ უკვე უწოდეს მეამბოხეები ამ დახურულ შეკრებაზე, კაჭრეთში. მეამბოხე ნიშნავს დამნაშავეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ უკვე საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. იქნება ის სია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგენს, დიდი ალბათობით, მათი მიზანია, ამ სიის მთავარი ფიგურანტების გაყვანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics