11:43 - 21 Jan, 2019
2019-01-11 15:49:31, 503 ნახვა
სასწრაფოს მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა 9 იანვარს მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. სასწრაფოს მძღოლს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მძღოლს ბრალი 10 იანვარს, საავადმყოფოში წარუდგინეს. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics