06:31 - 22 Mar, 2019
2019-01-10 17:25:53, 898 ნახვა
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს „ტამიფლუ“-ზე ფასები დაწიონ

 „მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც „ტამიფლუს“ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, გამოიჩინონ სოციალური,  პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბირიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ტამიფლუს“ ფასი საერთაშორისოა და სხვადასხვა ქვეყნებში შედარებით დაბალი ფასი, სპეციალური სახელმწიფო და სადაზღვეო პროგრამებით არის გამოწვეული.

„ტამიფლუს“ მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი. შეძლება რომელიმე ქვეყანაში, როგორც ჩვენ გვაქვს „ც ჰეპატიტზე“ აქ სპეციალური ფასები, მაგრამ ზოგადად ფასი საერთაშორისოა.

ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics