00:20 - 26 Mar, 2019
2019-01-10 16:26:49, 691 ნახვა
კაპანაძე - ივანიშვილს სურს სასამართლოს სრულად ხელში ჩაგდება, ამიტომ ცდილობს შიდა დაპირისპირებაზე გადაიტანოს დისკუსია

"ევროპული საქართელოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს სასამართლოზე კონტროლი ბოლომდე მოიპოვოს. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამიტომ ხდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე - ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეზე ყურადღების გადატანა. 

„ივანიშვილს უნდა, რომ ბოლომდე მიიყვანოს სასამართლოზე კონტროლი. აქამდე სასამართლო დაქვემდებარებაში ჰყავს, მაგრამ უვადო გამწესებით ამ მოსამართლეებით ბოლომდე ჩაიგდებს ხელში. მისთვის ყველაზე კომფორტული გზა არის, რომ დისკუსია გადავიდეს შიდა დაპირისპირებაზე, ბესელიამ რაღაც დააშავა გარიცხავენ თუ არა. ამ დროს ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ მას სასამართლო ხელში აქვს ჩაგდებული და კიდევ უფრო უნდა ამის განმტკიცება. აქედან გამოსავალი არის ამ სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, ნაფიცი მსაჯულის შემოღება, იგივე უცხოელი მოსამართლეების შემოღება მაღალი ინსტანციების სასამართლოებში“, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics