20:05 - 18 Jan, 2019
2019-01-10 16:06:38, 276 ნახვა
გრიპის ვირუსის გამო, ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 21 იანვრიდან განახლდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო, რაც ვირუსის რისკებისგან საზოგადოების მაქსიმალური დაზღვევითაა განპირობებული.

შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო საგნების ჩაბარების განრიგიც.

ცნობისთვის, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა ასევე 1 კვირით გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics