07:35 - 18 Jan, 2019
2019-01-10 15:49:47, 233 ნახვა
გოცირიძე - ვხედავთ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და ივანიშვილისგან განსხვავებული აზრი გამოთქვეს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" პარტიული დიქტატურა არსებობს.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება.

"ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოხატეს თავის დამოკიდებულება იმ საკითებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. ეს არის პირველი და რეალური შედეგი და ასევე საჩვენებელი სხვებისთვის, რომ ყველა ვინც გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics