01:25 - 18 Jan, 2019
2019-01-10 15:25:55, 371 ნახვა
​კომპოზიტორი მანანა იმედაძე ამირან გამყრელიძეს, მის რძალთან დაკავშირებული განცხადების გამო, სიცრუეში ადანაშაულებს

კომპოზიტორი მანანა იმედაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მის რძალს სალომე ქემაშვილს H1N1-ის გარდა სხვა მძიმე დაავადება ჰქონდა. 

როგორც იმედაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გამყრელიძის განცხადება აბსურდია.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს“, - წერს მანანა იმედაძე.

ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით 22 წლის სალომე ქემაშვილი H1N1 ვირუსით, მკურნალობიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics