00:49 - 23 Mar, 2019
2019-01-10 14:01:59, 1079 ნახვა
„ყველაფერს ნათელს მოვფენ“ - ეკა ბესელია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

"ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. 

როგორც ბესელიამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ის თავის სიმართლეში დარწმუნებულია. 

„რა სიმბოლურია რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას რაც გავრცელდა პარტიის თაჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის თქმით, ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდა. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics