06:53 - 24 Mar, 2019
2019-01-10 13:49:55, 518 ნახვა
„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა

„საქართველოს ბანკის“ ახალ გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს, ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მანძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტარტეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით ზრდის შესახებ. არჩილი არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნილ ჯანინმა.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, მისთვის დიდი პატივია იყოს გენერალური დირექტორი.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.  საქართველოს ბანკი არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

არჩილ გაჩეჩილაძეს დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის იგი კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილი იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics