01:55 - 18 Jan, 2019
2019-01-10 13:31:27, 516 ნახვა
უგულავა: მოსამართლეების სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების სია თავად ივანიშვილმა შეადგინა.

მისი შეფასებით,  აღნიშნული განცხადება „სამარცხვინოა“ და „ჭორაობას“ ჰგავს.

„სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა ოცნების შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად სჩანს რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, - წერს უგულავა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics