04:23 - 22 Mar, 2019
2019-01-10 12:40:23, 564 ნახვა
გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - დაფიქსირდა H1N1, სხვა რთულ შემთხვევასთან ერთად

H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 22 წლის გოგოს გრიპით გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამასთან, მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

„არსებობს ქვეყანაში კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც მე არ შემიძლია პერსონალურ ინფორმაციებზე საუბარი ღია ეთერში, თუ არ არის ოჯახის თანხმობა. აქ გარდა გრიპისა, მძიმე დაავადება იყო კიდევ, საკმაოდ რთული დაავადება. სამწუხაროდ, ეს არის მეცამეტე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სადაც H1N1 გვქონდა, მაგრამ სხვა რთულ შემთხვევასთან ერთად.

ზოგადად, ტენდენცია სტაბილიზაციისკენ მიდის, როგორც ავადობის, ისე სასწრაფოების გამოძახების, სავაადმყოფოებში მდგომარეობის მიხედვით, მე მხედველობასი მაქვს მძიმე ავადმყოფები ანუ სტაბილიზაციისკენ. ის რაც ჩვენ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა გარკვეული პიკი, იანვრის პირველ კვირაში უკვე ავადობა ქვემოთ არის წამოსული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ თბილისში, ე.წ. „ღორის გრიპის“ ვირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. სალომე ქემაშვილი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics