07:10 - 24 Mar, 2019
2019-01-10 12:20:19, 577 ნახვა
„პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე“ - 22 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი H1N1 გახდა

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ, სადაც ის გუშინ გარდაიცვალა.

ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე უპერსპექტივო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ჩვენს კლინიკაში ეს პაციენტი შემოვიდა გრიპის ინფიცირებიდან მეექვსე დღეს მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე ატომიური კომით, უმძიმესი სეპტიური შოკით, რომელიც დადასტურებული იყო რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გრიპი გახდა მიზეზი გართულების, ეს იყო ბაქტერიული ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და მძიმე ბაქტერიული სეპტიცემიის განვითარება თავის ბაქტერიული ენცეფალიტით. პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე... ვინაიდან დღეს გრიპის 90%-ზე მეტი არის H1N1, ამიტომ დაავადებათა კონტროლში გაგრძელდა კონფირმაციული კვლევა, როგორც ინფორმაციით, ვიცი დადასტურებულია H1N1“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

ცნობისთვის, ე.წ. ღორის გრიპის გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული მე-13 შემთხვევაა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics