12:07 - 21 Jan, 2019
2019-01-10 10:32:53, 1177 ნახვა
რა ღირს და რომელ აფთიაქებშია შესაძლებელი ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუ“-ს შეძენა

ე.წ. „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ  პრეპარატად „ტამიფლუ“ მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მისი ღირებულება დაახლოებით 100 ლარს შეადგენს, თითო აბის ღირებულება კი 5-10 ლარია.

„ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და „ტამიფლუს“ ღირებულება სააფთიაქო ქსელებში - „ავერსი“, „ფარმა დეპო“ „PSP” და „ჯი პი სი“-ში გადაამოწმა.

„PSP"-ს აფთიაქებში „ტამიფლუს“ ღირებულება 68 ლარია, „ავერსი“-ს აფთიაქებში მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, „ფარმა დეპო“-ში მისი ღირებულება 71 ლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება „ჯი პი სი“-ს, პრეპარატი 93,65 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ  ბავშვებზე, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა  ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც  გაიცემა.

„ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics