06:45 - 22 Mar, 2019
2019-01-09 20:13:50, 1064 ნახვა
ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რევაზ ნასიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ექიმის ცემის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რევაზ ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მსახიობი გირაოს გადახდამდე ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

სასამართლო პროცესი ნასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვახგანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გაიმართა. მსახიობი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით არის მოთავსებული.

შეგახსენებთ, ინციდენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics