01:27 - 18 Jan, 2019
2019-01-09 18:24:24, 536 ნახვა
ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა,რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.

მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.

ექიმ, კახი კარიაულის განმარტებით, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

„სარეანიმაციო არ ჩანს არაფერი, თუმცა ახალი შემოსულია და ვიტალური მაჩვენებელი არ არის სრულად შეფასებული, როგორც კი შეფასდება გაწერა ამის შემდეგ გადაწყდება“, - აღნიშნა კახი კარიაულმა.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics