06:56 - 21 Apr, 2019
2019-01-09 16:42:20, 786 ნახვა
სერგეენკო - თუ დავინახეთ პირბადეების დეფიციტი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, აფთიაქებს სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით

თუ დავინახეთ პირბადეების დეფიციტი, ისევე როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, აფთიაქებს ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საჭიროება არ დგას.

„მედიკამენტებზე როგორც კიდავინახეთ დეფიციტი, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. თუ რომელიმე აფთიაქში პირბადე არ აქვთ, იდეაში აფთიაქმა უნდა იზრუნოს ამაზე, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვერ ახერხებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გადავცემთ. ეპიდემიაზე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არაფერ შუაში არ არის აქ ვინმეს ხელის მოთბობა, ისევე როგორც „ტამიფლუზე“ მაბრალებდნენ, რომ გადაყიდვას ვაკეთებთ. უფასოდ ვაძლევთ რისკ ჯგუფებს. იგივეს გავაკეთებთ პირბადეებზე თუკი ამის საჭიროება გახდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics