06:55 - 24 Mar, 2019
2019-01-09 15:59:16, 770 ნახვა
ბოლო 10 წლის სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის ბოლო 10 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 2009 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ცირკულაცია გრიპის A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსმა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში. შესაბამისად, იმ წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრედომინანტულად ცირკულირებდა A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსი, გრიპით ავადობა და მასთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის ტვირთი იყო განსაკუთრებით მაღალი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

"გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი. არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს", - ამბობენ NCDC-ში.

სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2010 და 2010-2011 წლებში დაფიქსირდა. 2009-2010 წლებში 1550 შემთხვევა, ხოლო 2010-2011 წლებში ყველაზე მაღალი — 1995. ამ წლების შემდეგ გრიპის მაჩვენებელმა დაიკლო და პანდემიის ზღვარს ანუ 450 შემთხვევას ყოველ 1000 მოსახლეზე შემდეგ წლებში გადააჭარბა. ამ წლებში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება:

  • 2011-2012 (H3N2) - 490 შემთხვევა;
  • 2013-2014 (H3N2) - 479 შემთხვევა:
  • 2014-2015 წლის სეზონზე (RSV) - 485 შემთხვევა.

ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა.

გრიპის ვაქცინაცია: 

გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

  • გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან  ზედაპირებით.

  • გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები.

  • გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

  • ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო.

  • მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს.

  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა  და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.

სრული ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

 

ამავე თემაზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ

 

 


 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics