06:58 - 24 Mar, 2019
2019-01-09 14:18:04, 1172 ნახვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას ინფორმაციით, საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არსებობს.

როგორც ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ამჟამად გავრცელებული ვირუსი 10 წლის წინ იყო პანდემიური, როცა მსოფლიოში პირველად გამოჩნდა". 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს"

"გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ მაინც მაღალი სიცხე აღენიშნება, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მწეველბები და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ასეთ ადამიანებს სჭირდება სპეციფიური თერაპია. ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას - A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირსს. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში", - განაცხადა ივანუშამ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არის ძალიან აუცილებელი და სასურველია, რომ ის ოქტომბერ-ნოემბერში უნდა გაკეთდეს. 

"ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცეს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ დაიცვან მოსახლეობა ვირუსის გავრცელებისგან. დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი და ამ პერიოდში ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ეს საუკეთესოა გრიპის პრევენციისთვის. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა გავრცელებულ ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უნდა შევეცადოთ არ ვეკონტაქტოდ ბევრ ადამიანს. თუმცა კარგი იქნება თუ მოვახდენთ თვითიზოლაციას. ასევე არსებობს სხვა მეთოდები რითიც შეგვიძლია თავი დავიცვათ,  მაგალითად მოგეხსენებათ, რომ ვირუსები ცოცხლობენ დახურულ სივრცეში, ამიტომ დღეში რამდენჯერმე აუცილებლად უნდა გავანიავოთ ოთახები, რათა ვირუსებით დატვირთული ჰაერი ჩავანაცვლოთ სუფთა ჰაერით. ასევე აუცილებელია ხელების ხშირი ბანვა და შევეცადოთ დაუბანელი ხელები არ მივიტანოთ ცხვირთან, პირთან და თვალთან, იმისათვის, რომ ხელებზე არსებული ვირუსი არ შევიტანოთ ჩვენს ორგანიზმში", - აღნიშნა მან.

ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში გრიპის ვირუსით, ყოველწლიურად 70 000-მდე ადამიანი იღუპება. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics