07:14 - 21 Apr, 2019
2019-01-09 12:44:13, 590 ნახვა
იმნაძე: ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში, სადმე ცალკე კოლბებში იქნებიან?

 „ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში თუ ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე?“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არ დგას საჭიროება, რომ საზოგადოება შეშინდეს.

„მეჩვენება რომ მიმდინარეობს რაღაც მიზანმიართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება გრიპი პირველად არის. რატომღაც ძალიან მუსირებს, რომ გრიპი მხოლოდ საქართველოშია, მხოლოდ შარშანდელ სეზონზე იგივე H1N1ცირკულირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 ათასი ადამიანია დაღუპული. ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში თუ ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე, რომ არ ჰქონდეთ ერთამენთთან კონტაქტი ადამიანებს ? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? გადაიტანს უმრავლესობა პრობლემების გარეშე, მაგრამ ექიმს დროულად უნდა მიმართოს განსაკუთრებით იმან, ვისაც აქვს რაიმე რისკფაქტორი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics