12:23 - 21 Jan, 2019
2019-01-09 11:55:53, 391 ნახვა
კოალიცია - სასწრაფოდ განსაზღვროს პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“  პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა დაიწყოს.

კოალიციის ცნობით, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე.

"ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს. ახალი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე, სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

კოალიციის შეფასებით, სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics