07:19 - 24 Mar, 2019
2019-01-09 11:12:51, 708 ნახვა
ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა - თავდამსხმელი დაკავებულია

ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დედას - 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics