20:07 - 18 Jan, 2019
2019-01-09 10:22:22, 330 ნახვა
ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი, დაშავდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს შეეჯახა, რომელშიც მუშები შედიოდნენ. 

დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წევრები. 

შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო: რუსთავი 2 







სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics