00:18 - 26 Mar, 2019
2019-01-08 18:54:28, 726 ნახვა
მდინარაძე - მართველი გუნდის შეხვედრაზე ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის შეხვედრაზე ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა არის სემინარი და მას ბევრო დეპუტატი არ ესწრება, რადგან მისივე მტკიცებით ამის აუცილებლობა არ არსებობს. 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ, რაც არ უნდა, გაურკვევლობა იყოს, რაც არ უნდა, კამათი იყოს, რაც არ უნდა, გვეჩვენებოდეს რომელიმეს, მე მათ შორის, პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არის გადაჭარბებული ამის შიგნით საუბარი, ეს გუნდის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით ყველას და ამ ფარგლებში ვსაუბრობთ ისევ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯერ დავალაგოთ გუნდის შიგნით ურთიერთობები. მე ვერავის ავუკრძალავ, ბუნებრივია და ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერც ერთ დეპუტატს, მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს და თავის პოზიცია გაუზიაროს. მაგრამ ერთია სიმართლე, მეორეა ამ სიმართლის ინტერპრეტაცია და მესამეა გუნდური თამაშის წესები. ჩვენ  მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჩემი ფრაქციის წევრებს, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics