06:56 - 24 Mar, 2019
2019-01-08 18:30:12, 882 ნახვა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი დაჭრეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ ინსპექტორი დაჭრეს.

როოგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზარხ მძიმე დაზიანებას  გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია.

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics