07:29 - 21 Apr, 2019
2019-01-08 15:24:30, 832 ნახვა
ნაცვლიშვილი: თუ „ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ

„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

ნაცვლიშვილი ყველა დეპუტატს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„თუ ეს დაპირისპირება ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია, ვიღაცის გარიცხვაზე, მაგალითად, გედი ფოფხაძე იყო ამ შემთხვევაში გამოწვეული იურიდიული კომიტეტიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ამ შემთხვევაში რა სიმწვავეც და ხასიათიც ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და თუ ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება და განსაკუთრებით, ვთქვათ, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა ტიპის სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე პირდაპირ აქვე ვაცხადებ, რომ მე უმრავლესობას დავტოვებ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics