06:59 - 24 Mar, 2019
2019-01-08 14:34:56, 535 ნახვა
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გადაწყვეტილება კარანტინის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 

მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში ფოთში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში 1427 პაციენტმა გრიპის ვირუსის ჩივილებით მიმართა, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა იყო რთული, მათგან ერთი კი, გარდაიცვალა.

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამჟამად რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics