20:06 - 18 Jan, 2019
2019-01-08 13:14:16, 472 ნახვა
მსახიობ რეზი ნასიძის დედა - ჩემმა შვილმა ექიმსს არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძის თქმით, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი.

როგორც მსახიობის დედამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მისი შვილი აავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა.

დედის განმარტებით, მან საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა.

„ეს არის მორფიუმი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მე გამიკეთეს რამდენჯერმე, როცა დამჭირდა. იმ დროს როცა პაციენტი შემოდის ასეთი ძლიერი ტკივილით სხვა რაღაცეები როცა უკვე გაკეთებული აქვს და არ შველის შეიძლება გაუკეთო. რეზიმ მოითხოვა, რომ გამიკეთეთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან მორფი გამიკეთეთ,ოღონდ გააზავეთ იმიტომ რომ გულისრევას იწვევსო ან რაღაც ძლიერიო, რამე მიშველეთო, ძალიან ცუდად ვარო, რამოდენიმე დღე ვებრძოდით ამ საშინელ ვირუსს“, - განაცხადა თამარ ნიშნიანიძე.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics